|
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2012, 010220000.10.003.016913) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე‑4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ‑მინისტრი, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის წარდგინებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 10 იანვრიდან. |
|