საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 941
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ 2009 წლის რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით“ (ორგანიზაციული კოდი – 35 18 02 08) გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში განახორციელოს ამავე პროგრამით განსაზღვრული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური