საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 938
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის № 846 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის № 846 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მცხეთის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი წეროვნის დევნილთა დასახლებაში აშენებული საბავშვო ბაღისათვის ინვენტარის შეძენის, ეზოს შემოღობვისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა შესასრულებლად. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური