საქართველოს სამრეწველო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
537
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-09-15
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-24
სარეგისტრაციო კოდი
300.390.000.05.002.001.
საქართველოს სამრეწველო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №537

1999 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სამრეწველო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ

საქართველოს მრეწველობის წინაშე მდგარი უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანების დროულად გადაჭრისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მრეწველობის სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს სამრეწველო პოლიტიკის  კონცეფცია და „2000-2005 წლებში საქართველოს სამრეწველო საწარმოების განვითარების სტრატეგიული პროგრამები“. აღინიშნოს, რომ საქარ­თველოს სამრეწველო პოლიტიკის კონცეფცია და მის საფუძველზე შემუშავებული „2000-2005 წლებში საქართველოს სამრეწველო საწარმოების განვითარების სტრატეგიული პროგრამები“ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველს მრეწველობაში.

2. შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ინდიკატიური გეგმის პროექტების შედგენის, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების დამუშავების დროს გათვალისწინებულ იქნეს სამრეწველო პოლიტიკის კონცეფციით განსაზღვრული ორიენტირები.

3. საქართველოს მრეწველობის სამინისტრომ სათანადო სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით უზრუნველყოს საქართველოს მრეწველობის დარგის საკითხებზე წინათ მიღებული პროგრამებისა და სხვა დოკუმენტების საქართველოს სამრეწველო პოლიტიკის კონცეფციასთან შესაბამისობა.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია