ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 ოქტომბრის №722 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
926
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 ოქტომბრის №722 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 926

2009 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 ოქტომბრის № 722 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესა­ხებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 ოქტომბრის № 722 გან­კარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ 1. 2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის (მუდმივად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც განეკუთვნებიან პირველ კატეგორიას) ზამთრის სეზო­ნის დადგომასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯის დაფინან­სე­ბისა და ამ მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერ­გიის საფასურის ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 232 800 (ორას ოცდათორმეტი ათას რვაასი) ლარი. “ .

პრემიერ-მინისტრი                                                                                ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია