„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ნოემბრის #296 დადგენილებაში (
www.matsne.gov.ge, 18/11/2013, 040030000.10.003.017463) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან.“.