საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში

დოკუმენტის ტიპი
საჯარო დაწესებულების ანგარიში
დოკუმენტის ნომერი
2/1-565
მიმღები ორგანო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა
მიღების თარიღი
2013-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-13
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე.

2013 წლის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულია საჯარო ინფრომაციის გაცემის მოთხოვნით 42 (ორმოცდაორი) განცხადება, რომელთაგან 2 (ორი) მოთხოვნა არ დაკმაუოფილდა:

  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლის საფუძველზე.
  • მოთხოვნილი დოკუმენტაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, გამგეობის საჯარო ინფორმაციის ბაზაში არ ინახება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - თეონა ტაველიშვილი. მისი დეკრეტული შვებულების გამო აღნიშნულ მოვალეობას ასრულებდნენ :ჯუმბერ ყანდარელი (05.04.2013-18.10.2013) და ნინო ამისულაშვილი (21.10.2013-15.11.2013).

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.შ.                       ბესიკ მარტიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია