საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №523
1999 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
პ. ჩხეიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან პეტრე ჩხეიძეს, რომ საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს ერთობლივ კომუნიკეს საქართველოსა და მიანმარის კავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
ე. შევარდნაძე