|
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში (სსმ III, N2, 09.01.2006 წ., მუხლი 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის: ა) მე-2 – მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-16 – მე-18 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) 22-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-60-ე პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 61-ე პუნქტი: ,,
„ |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 27 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე და მოქმედებს 2017 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 15.12.2014 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
|
|