საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-01-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-17
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.038.016260
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №3

2014 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტები შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის №188 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 010340000.22.038.016140, 28/12/2012) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;“

დ2) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  საქმის წარმოების განხორციელება სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“

2. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“  და „ა2“ ქვეპუნქტები:

„ა1) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას;

ა2) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  საქმის წარმოების განხორციელებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია