„თბილისის შემოვლითი გზის რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №327 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
151
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„თბილისის შემოვლითი გზის რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №327 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 151

2008 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„თბილისის შემოვლითი გზის რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №327 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თბილისის შემოვლითი გზის რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №327 განკარგულებაში და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2007-2008 წლებში უზრუნველყოს თბილისის შემოვლითი გზის 15-21 კმ დაზიანებული მონაკვეთის რესკონსტრუქციის სამუშაოთა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, რომლის დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისად, „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნატახტარი-რუისის 81-95 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციისათვის“ გათვალისწინებული სიგნებებიდან და „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლით (თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის 15-21 კმ მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციისათვის) განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია