საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 152
2008 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
1 . მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს საგრანტო ხელშეკრულება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან _ „ფონდი _ ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევისა და სოფლის ინფრასტრუქტურის აღწერის სტატისტიკური სამუშაოების, ასევე სტატისტიკის დეპარტამენტის შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
2 . „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკური სამინისტრო.
3 . განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე