|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მეორე ნაწილის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნობაზე და სტაბილურობაზე პომიდვრის ახალი ჯიშის (Lycopersicum esculentum L) მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესახებ“. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნობაზე და სტაბილურობაზე პომიდვრის ახალი ჯიშის (Lycopersicum esculentum L) მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 16 მარტის №2-65 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. |
|