საქართველოს მთავრობის სარზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
338
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-05-15
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 338

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2008 წლის მაისში დანიშნული პარლამენტის არ­ჩევნების ღონისძიებათა შეუფერხებლად წარმართვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ სა­ქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარლამენტის არჩევ­ნებისა და წლის განმავლობაში სხვა გაუთვალისწინებელი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით საქარ-თველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს „ საქართველოს 2008 წლის სახელმწფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონ­დის ასიგნებების გაზრდას და ამ მიზნით 2008 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებებათა ფარგლებში შესაბამისი თან­ხების მოძიებას.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია