|
ტექნიკური რეგლამენტის - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე რბილი ხორბლის (Triticum aestivum L. emend. Fiori& Paol.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მეორე ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე რბილი ხორბლის (Triticum aestivum L. emend. Fiori& Paol.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“, თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი N1-N5). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე რბილი ხორბლის (Triticum aestivum L. emend. Fiori& Paol. ) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 8 იანვრის N2-2 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. |
|