ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT- ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-03
გამოქვეყნების თარიღი
2026-01-21
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017586
ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT- ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29

2014 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT- ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კო­დექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელები­სათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისო­ბისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამო­ყენების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



                                                                                                                                                

ტექნიკური რეგლამენტი


სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „ტექნიკური რეგლამენტი „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების (ნახევარმისაბმელების) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (შემდგომში – ECMT) კვოტების სისტემაში გამოყენებისათვის „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI  უსაფრთხო“ და სხვა მრავალმხრივი ან ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით: „EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ის სერტიფიკატების გამცემ ორგანოებს, სერტიფიკატის გაცემის, გამოცვლის, გაუქმების, გამოყენების პირობებს.  

11. ამ წესის დებულებები გამოიყენება შესაბამისი ნებართვების საფუძველზე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისას.

2. 2006 წლიდან ამ წესის ამოქმედებამდე, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატები ინარჩუნებენ ძალას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იცვლება მათში მითითებული ხმაურისა და გამონაბოლქვის საბაზისო მონაცემები, კერძოდ, ინარჩუნებენ ძალას:

ა) ECMT-ს 2006 წლის იანვარის სახელმძღვანელოს „ECMT-ს მრავალმხრივი კვოტა“ 6A, 7A, 6B და 7B დანართების მიხედვით, 2008 წლის 31 დეკემბრამდე გაცემული „EURO III უსაფრთხო“ ან/და „EURO IV უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატები;

ბ) საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ITF/TMB/TR/MQ(2008)8/FINAL რეზოლუციის 4 დანართის მიხედვით 2008 წლის 31 დეკემბრამდე გაცემული „EURO V უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატები;

გ) საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) 2009 წლის იანვარის მომხმარებლის სახელმძღვანელოს „ECMT-ს მრავალმხრივი კვოტა“ (შემდგომში - 2009 წლის სახელმძღვანელო) №4 დანართის მიხედვით 2013 წლის 31 დეკემბრამდე გაცემული „EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“ ან/და „EURO V უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატები.

21. სატრანსპორტო საშუალების მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) 2026 წლის იანვრის მომხმარებლის სახელმძღვანელოს „ECMT-ის მრავალმხრივი კვოტა“ (შემდგომში − 2026 წლის იანვრის სახელმძღვანელო) №4, №5, №6, №9, №10 დანართებით განსაზღვრული  ECMT-ის  სერტიფიკატის ფორმები, რომლებიც მოყვანილია ამ წესის №1, №2, №3, №4, №5 დანართებში.

22. „EURO III უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ამ წესის №6 დანართით განსაზღვრული სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ის სერტიფიკატის ფორმა.  

23. „EURO IV უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ამ წესის №7 და №8 დანართებით განსაზღვრული სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ის  სერტიფიკატის  ფორმები.

24. (ამოღებულია - 11.05.2022, №238).

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ამ წესით განსაზღვრული ECMT სერტიფიკატების გაცემა, გამოცვლა, გაცემაზე უარის თქმა, გაუქმება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №199 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 11 მაისის დადგენილება №238 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 21 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 23.01.2026წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საქართველოში რეგისტრირებული ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება ან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება/საწევარი, მისაბმელი/ნახევარმისაბმელი) შეწყვილებული კომბინაცია, რომელშიც ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული საქართველოში და რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ტვირთების გადასაზიდად;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრი (შემდგომში − ინსპექტირების ცენტრი) – საქართველოში რეგისტრირებული საწარმო, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს ECMT-ის უსაფრთხოების, ტექნიკური უსაფრთხოებისა და გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებთან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესატყვისობის დასადგენად და აკრედიტებულია დადგენილი წესით; 

გ) განმცხადებელი – პირი, რომელიც სერტიფიკატ(ებ)ის მისაღებად მიმართავს განცხადებით სააგენტოს;

დ) ECMT – ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია – მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, დაარსებული 1953 წელს, რომლის წევრიც არის საქართველო 2000 წლის 1 ივნისიდან. ECMT-ს მინისტრთა საბჭოს სესიაზე (დუბლინი, 2006 წლის 17-18 მაისი) მიღებული დეკლარაციის შესაბამისად, ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია ტრანსფორმირებულ იქნა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმად (შემდგომში – ITF);

ე) ECMT კვოტა - ECMT-ს წევრი ქვეყნისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი ნებართვების რაოდენობა. ამ კვოტის გაანგარიშების პრინციპებს განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის ჯგუფი და ამტკიცებენ მინისტრები;

ვ) „EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“ ან „EURO VI უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილი (შემდგომში – სატვირთო ავტომობილი) – ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ტექნიკური მდგომარეობა შეესატყვისება გაეროს (UN)/გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესების და/ან ევროკავშირის დირექტივების დებულებებით მისთვის განსაზღვრულ ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოებისა და გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებს;

ზ) EEV უსაფრთხო სატვირთო ავტომობილი – საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის დოკუმენტაციით ITF/TMB/TR/MQ(2012)1/FINAL შემოღებული სატვირთო ავტომობილის უსაფრთხოების ახალი კატეგორია (Enhanced Environmentally Friendly Vehicles) გაუმჯობესებული, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალება);

თ) ECMT სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სატვირთო ავტომობილის და/ან მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის შესატყვისობას UN-ის/გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესების და/ან ევროკავშირის დირექტივების დებულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ი) ავტოსატრანპორტო საშუალების  ინსპექტირების ანგარიში −  დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ავტოსატრანპორტო საშუალების ინსპექტირების შედეგებსა და დასკვნას ავტოსატრანპორტო საშუალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. 

კ) (ამოღებულია - 01.12.2017, №521). 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №199 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №521 - ვებგვერდი, 11.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 11 მაისის დადგენილება №238 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.            

მუხლი 3. ECMT–ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატების გამცემი ორგანოები

1. სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №1, №2, №6, №7, №8 დანართებში („EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისათვის) და/ან მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №3, №4 დანართებში) ავსებენ და გასცემენ ან:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სერტიფიკატში უნდა მიუთითოს მწარმოებლის დასახელება, რომელსაც ის წარმოადგენს;      

ბ) სააგენტო – იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლობა;

გ) სააგენტო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან საქართველოში მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად – იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სერტიფიკატები გაიცემა უვადოდ. სატვირთო ავტომობილის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი ექვემდებარება გამოცვლას (შემდგომში – გაცემა) იმ შემთხვევაში, თუ მასში მითითებული ხმაურისა და გამონაბოლქვის საბაზისო მონაცემები შეიცვალა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №199 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 11 მაისის დადგენილება №238 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. 

მუხლი 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის  ვარგისობაზე  ტესტირება  და  გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გამცემი ორგანო

1. სატვირთო ავტომობილების ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებსა და მისაბმელების ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატებით განსაზღვრულ უსაფრთხოების მოთხოვნებთან ავტოსატრანსპორტო საშუალების შესატყვისობა უნდა შემოწმდეს წელიწადში ერთხელ გზისთვის ვარგისობის ტესტირების საშუალებით და დადასტურებულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატით (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №5 დანართში).

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ECMT-ს ტესტის სერტიფიკატს ავსებს და გასცემს სააგენტო გზისთვის ვარგისობის ტესტირების საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 11 მაისის დადგენილება №238 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

მუხლი 5. ტესტირება და მისი შედეგების გაფორმება

1. ინსპექტირების ცენტრი განმცხადებლის მიმართვის საფუძველზე ახორციელებს სამუშაოებს სატვირთო ავტომობილის ECMT-ის უსაფრთხოების მოთხოვნებთან, მისაბმელის (ნახევარმისაბმელების) ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებსა და სატვირთო ავტომობილისა  და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებთან შესატყვისობის დასადგენად.

2. ინსპექტირების ცენტრი ჩატარებული სამუშაოების შედეგებს აფორმებს შესაბამისი ოქმ(ებ)ით (დანართები: №11, №21, №31, №41, №51, №61, №71, №81) და გასცემს მათ განმცხადებელზე. ოქმ(ებ)ის ასლები ინახება ინსპექტირების ცენტრში.

3. ინსპექტირების ცენტრი ავტოსატრანსპორტო  საშუალების გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმთან (ოქმებთან) ერთად განმცხადებელზე აგრეთვე გასცემს ასს-ის ინსპექტირების ანგარიშს. 

4. განმცხადებელმა სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული ტესტირების ოქმ(ებ)ის დედანი.

5. გზისთვის ვარგისობის შემდეგი ტესტი უნდა ჩატარდეს ტესტირების ჩატარების თარიღიდან მეთორმეტე თვის ბოლომდე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №521 - ვებგვერდი, 11.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 11 მაისის დადგენილება №238 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.  

მუხლი 6. სასერტიფიკაციო პროცედურები, სერტიფიკატების გაცემის პირობები და ვადები

1. სასერტიფიკაციო პროცედურები ხორციელდება სამ ეტაპად:

ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს:

ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას;

ა.ბ) სააგენტოს მიერ განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარ განხილვასა და შესაბამისობის დადგენას;

ა.გ) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შეფასებას;

ბ) II ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას;

გ) III ეტაპი – სერტიფიკატის გაცემას.

2. განმცხადებელმა სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება ავტოსატრანსპორტო საშუალების სერტიფიკატის გაცემის შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი,  მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და:

ა) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის მისაღებად:

ა.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილის ECMT-ის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმის დედანი (დანართები: №11, №21, №61, №71, №81); 

ა.ბ) სატვირთო ავტომობილის ხმაურისა და გამონაბოლქვის სტანდარტებთან შესატყვისობის სერტიფიკატი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ გაცემული  საბუთი სატვირთო ავტომობილის ხმაურისა და გამონაბოლქვის სტანდარტებთან შესატყვისობის თაობაზე;

ბ) მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის მისაღებად – ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმის დედანი (დანართები: №31, №41);

გ) სატვირთო ავტომობილის გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატის მისაღებად:      

გ.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმის დედანი (დანართი №51);

გ.ბ) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

დ) მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატის მისაღებად:

დ.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის  გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმის დედანი (დანართი №51);

დ.ბ) მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის ასლი.

3. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან.   

4. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ხარვეზ(ებ)ზე და განსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 (ხუთი) სამუშაო დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა ხარვეზის განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს ხარვეზ(ებ)ის გამოსწორების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტ(ებ)ი.

5. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ხარვეზის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტ(ებ)ის მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესსა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

6. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას, სააგენტო ახორციელებს მასში ასახული ინფორმაციის შეფასებას და მის საფუძველზე, დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

7. ECMT სერტიფიკატის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განცხადების შესაბამისად, ივსება დადგენილი ფორმის ECMT სერტიფიკატ(ებ)ი (დანართები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8) ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე (სერტიფიკატი შეიძლება, იყოს შევსებული, ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი ხელით ან ელექტრონულად). სერტიფიკატ(ებ)ი რეგისტრირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში, ხოლო მათი ასლები ინახება სააგენტოში. ECMT სერტიფიკატს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება არაბული ციფრებისაგან და იგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიკატის რიგითი ნომრის იდენტურია.

8. სააგენტო არ გასცემს ECMT სერტიფიკატს, თუ:

ა) განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის  მოთხოვნებს და სააგენტოს მიერ გამოვლენილი ხარვეზ(ებ)ი არ იქნა გამოსწორებული დადგენილ ვადაში;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მონაცემები ან მისი ტესტირების შედეგები არ შეესაბამება UN-ს/გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესებით და/ან ევროკავშირის დირექტივებით მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

9. ECMT სერტიფიკატის გაცემის, მისი გაუქმებისა და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები აისახება ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში. მონაცემები ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

10. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს, გაეცნოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში მის მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებულ მონაცემებს.

11. სააგენტოს გადაწყვეტილება ECMT სერტიფიკატის გაცემაზე უარის ან გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. სააგენტოს მიერ გაცემული ECMT სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი, დაკარგული ან დაზიანებული სერტიფიკატის მოქმედების დარჩენილი ვადით, გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა − „დუბლიკატი“.

13. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაცემულ სატვირთო ავტომობილის და/ან მისაბმელის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს არ აქვს მინიჭებული ნომერი, ECMT მრავალმხრივი კვოტის მომხმარებლის სახელმძღანელოს შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია დანომროს აღნიშნული სერტიფიკატი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №199 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 11 მაისის დადგენილება №238 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

მუხლი 7. ECMT სერტიფიკატების გამოყენება

1. ECMT სერტიფიკატები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელზედაც ის გაიცა.

2. ECMT სერტიფიკატები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი კომპეტენტური მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.

3. იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ვადაგასული, ბათილი, ყალბი ECMT სერტიფიკატ(ებ)ი, ან სერტიფიკატ(ებ)ი, რომელიც გაცემული იყო სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, უფლებამისილი ორგანოს წარმომადგენელი  ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას ECMT სერტიფიკატ(ებ)ი. 

4. ECMT სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში მისმა მფლობელმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს.           

მუხლი 8. ECMT სერტიფიკატის ბლანკები

ECMT სერტიფიკატის ბლანკები იბეჭდება:

ა) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია მწვანე A4 ფორმატის ქაღალდზე, ბეჭდით ფურცლის ორივე გვერდზე (დანართები: №1, №2, №6, №7, №8);

ბ) მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია ყვითელ A4 ფორმატის ქაღალდზე (დანართები: №3, №4);

გ) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატი – სტანდარტულ თეთრ A4 ფორმატის ქაღალდზე (დანართი №5).

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
 საქართველოს მთავრობის 2022 წლის 11 მაისის დადგენილება №238 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

მუხლი 9.  ECMT  სერტიფიკატის გაუქმება

ECMT სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია:

ა) სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლა;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ან უსაფრთხოების, აგრეთვე გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

 

 



კრებსითი — სრული ვერსია