„დიდი ლიახვის ხეობის (ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, თამარაშენი, კეხვი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ძარწემი, ხეითი) და პატარა ლიახვის ხეობის (ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი) სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ დაგროვილი ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
451
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-07-07
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„დიდი ლიახვის ხეობის (ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, თამარაშენი, კეხვი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ძარწემი, ხეითი) და პატარა ლიახვის ხეობის (ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი) სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ დაგროვილი ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ“

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 451

2008 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

დიდი ლიახვის ხეობის (ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, თამარაშენი, კეხვი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ძარწემი, ხეითი) და პატარა ლიახვის ხეობის (ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი) სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ დაგროვილი ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ

1. დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლებში არსე­ბული მძიმე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო ანაზღაურდეს მოსახ­ლეობის (აბონენტების) მიერ დაგრო­ვილი ელექტროენერგიის დავალიანება 811 375.24 (რვაას თერ­თმეტი ათას სამას სამოცდათხუთმეტი ლარი და 24 თეთ­რი) ლარის ოდენობით შესაბამისი ელექტროენერგიის გამანა­წი­ლებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძ­ველზე, მათ შორის:

ა) დიდი ლიახვის ხეობის სოფლების (ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, თამარაშენი, კეხვი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ძარწემი, ხეითი) მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2007 წლის 5 ოქტომბრიდან 2008 წლის 1 ივნისამდე დაგროვილი დავა­ლიანება 806 624.08 (რვაას ექვსი ათას ექვსას ოცდაოთხი ლარი და 8 თეთრი) ლარის ოდენობით;

ბ) პატარა ლიახვის ხეობის სოფლების (ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი) მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2007 წლის 29 ივნისიდან 2008 წლის 1 ივნისამდე დაგროვილი დავალიანება 4 751.16 (ოთხი ათას შვიდას ორმოცდათერთმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარის ოდენობით.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგ­ნე­ბათა ფარგლებში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომ­პა­ნიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე უზრუნ­ველყოს მასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორ­მება და თანხების დანიშნულებისამებრ გადარიცხვა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინის­ტროს წინადადების საფუძ­ველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლი­ლებები საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერატიულ-ფინანსურ გეგმასა და კვარტალურ განწერაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია