საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 422
2008 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის № 287 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის № 287 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის სახსრებიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი ქ. სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოთა გასაგრძელებლად, მათ შორის:
– 460 000 (ოთხას სამოცი ათასი) ლარი – ქ. სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოთა გასაგრძელებლად;
– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – საპროექტო სამუშაოთა შესასრულებლად. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე