საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
419
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 419

2008 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის შესახებ

1. ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2008 წლის მაისში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების და­ფარ­ვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ სა­ქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-14 პუნქტით ადგილობ­რივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს გამოუყოს 773 500 (შვიდას სამოც­და­ცამეტი ათას ხუთასი) ლარი დანართის შესაბამისად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია