„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
418
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №418

2008 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №3 დანართის მე-3 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) სოფლების: ალპანის, ღვირიშის, წილამიერის, ორბელის, ჩხუტელის, ზუბის, აღვის, წიფერჩის, გაგულეჩის, ქვემო ცაგერის, მახურის, ლასურიაშის, დეხვირის, მახაშის, ლაცორიის, ოყურეშის, ლასხანის, ჭალისთავის, ქ. ცაგერის წყალმომარაგებისათვის მილებისა და სხვა საჭირო მასალების შეძენა და სოფლებისათვის გადაცემა. სოფელ ლაილაშისა და ქ. ცაგერის აღმაშენებლის ქუჩის წყალსადენის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. სოფელ სპათაგორის წყალსადენის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება; “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                            ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია