|
| მუხლი 1 |
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის N83 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/04/2013, 010220020.10.003.017247) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეიქმნას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში -კომისია) და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა: დავით ნარმანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის წევრი შალვა ფიფია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის წევრი ალექსანდრე ჭიკაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი ხათუნა გოგალაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი მირიანე ოდიშარია – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი დავით დარახველიძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, კომისიის წევრი ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითა-რებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი გიორგი სოლომონია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი გიორგი ამაშუკელი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი ალექსანდრე ბურჭულაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი მიხეილ ახვლედიანი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი გიორგი ბაქრაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი გიორგი გახარია – საგადასახადო ომბუდსმენი, კომისიის წევრი ლევან რაზმაძე – სსიპ - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყი-დვების სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი ბადრი გიორგიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი დავით მორალიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი ავთანდილ სუდაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|