საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 396
2008 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო პროგრამა „ იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის № 161 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ სახელმწიფო პროგრამა „ იაფი კრედიტის „ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის № 161 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით „ ექსპორტის წახალისების “ ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 01) მიეცეს სესხი შპს „ ქუულზონ პლუსს “ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი. “ .
მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე