შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №24.02.1078 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 25/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 210010010.37.101.016165) დამტკიცებულ „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესში“ და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც 2012 წლის 28 ივნისის დროისათვის წარმოშობილი აქვს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებით გადასახდელი მოსაკრებლის დავალიანება, შესაძლებელია ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით დადებულ იქნეს შეთანხმება არსებული დავალიანების გადახდისაგან მისი სრულად გათავისუფლების თაობაზე, თუ იგი შეთანხმებით იკისრებს ვალდებულებას, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე განცხადებას წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს აღნიშნული წესის ძალაში შესვლიდან 2014 წლის 1 ივლისამდე და შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“.
|