საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 920
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 225 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საომარი მოქმედებების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ონის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 67 200 (სამოცდაშვიდი ათას ორასი) ლარი. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური