„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგიერ საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შეახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
376
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-06-04
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგიერ საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შეახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №376

2008 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

„ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგიერ საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შეახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ზოგიერთ საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №293 განკარგულების პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ 1. „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭოები და განისაზღვროს მათი წევრთა რაოდენობა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შემდეგ საზოგადოებებში:

 

ა) შპს „ საქართველოს რკინიგზა “

- 15 წევრი;

ბ) სს „ თბილისის საერთაშორისო საეროპორტი „

- 7 წევრი;

გ) შპს „ ენრურჰესი “

- 11 წევრი;

დ) შპს „ მარაბდა-კარწახის რკინიგზა “

- 7 წევრი;

ე) შპს „ მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო ტექნიკური ცენტი “

- 5 წევრი;

ვ) შპს „ საქართველოს ფოსტა “

- 7 წევრი;

ზ) შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა “

- 7 წევრი.~.

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                  ვ . გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია