საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 366
2008 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
1. „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის № 110 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაეცეს იჯარის ფორმით სს „ თი ბი სი ბანკს “ ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ № 8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული სასახლის „ C “ კორპუსში არსებული 18 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი 5 წლის ვადით; ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით, ხოლო სს ,,საქართველოს ბანკს” – ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ № 8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული სასახლის „ C “ კორპუსში არსებული 22 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი 5 წლის ვადით; ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სს „ თი ბი სი ბანკსა “ და სს ,,საქართველოს ბანკთან “ საიჯარო ხელშეკრულებათა გაფორმების მიზნით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე