„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5120
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-17
სარეგისტრაციო კოდი
340.140.000.05.001.002.931
„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ. 30) 361 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-14 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2009 წლის 31 დეკემბრამდე.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ კანონის 22-ე, 23-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს 2009 წლის 31 დეკემბრიდან.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2009 წლის 31 დეკემბრამდე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლი ხორციელდება მეწარმის მოთხოვნის საფუძველზე, მის საკუთარ პროდუქციაზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 29 ივნისი.

№5120–რს  

კრებსითი — სრული ვერსია