„იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზღვრისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ 2006 წლის 8 ივნისის №246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
604
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზღვრისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ 2006 წლის 8 ივნისის №246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №604

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზღვრისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ 2006 წლის 8 ივნისის №246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსაზ­ღვრი­სა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ივნისის №246 განკარგულებაში და განკარგულებით დამტკიცებული იაპონური არასაპროექტო გრანტის (800 მილიონი იაპონური იენი) განაწილების გეგმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იაპონური არასაპროექტო გრანტის

(800 მილიონი იაპონური იენი) განაწილების გეგმა

იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათ­ვის გამოყოფილი 800 მილიონი იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტი განაწილდეს შემდეგნაირად:

1. ქალაქ თბილისის მერია - 300 მილიონი იაპონური იენი

ქ. თბილისის მეტროპოლიტენის საჭიროებისათვის

2. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - 500 მილიონი იაპონური იენი

ზემოაღნიშნული იაპონური არასაპროექ­ტო გრანტის 2009 წლის 1 აგვისტომდე აუთვისებლობის შემთხვე­ვაში საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტრო შეიმუშავებს გრანტის დახარჯვის სხვა ალტერნატიულ ვარიანტს.“.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია