„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფოსტის სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანამდე, „საფოსტო ამანათებზე“ 1994 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილის – ამანათის (შემდგომში − ამანათი) მიღება-გაგზავნის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყოს:
ა) საქართველოში სახმელეთო ან საზღვაო გზით შემომავალი ამანათის შემოტანა, დამუშავება და ადრესატისათვის ჩაბარება, ასევე საქართველოდან სახმელეთო ან საზღვაო გზით გამავალი ამანათის გამგზავნისაგან მიღება, დამუშავება და გაგზავნა;
ბ) სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოტანილი ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო გზით ტრანსპორტირება, მისი დამუშავებისა და ადრესატისათვის ჩაბარების (მათ შორის დატარებით) ან გაგზავნის მიზნით.
|