„2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის №742 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
911
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის №742 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 911

2009 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ 2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის № 742 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ 2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის № 742 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 5. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან მიმართოს შესაბამისი თანხა გამოყოფილ ტყეკაფებში საშეშე მერქნის დამზადების, ტყეკაფიდან ტრანსპორტირებისა და იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფისათვის სხვა აუცილებელ ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით.“ .

2. მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია