„EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობოკომისიის შექმნის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
822
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობოკომისიის შექმნის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №822

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობოკომისიის შექმნის თაობაზე

2010 წლის 1 მაისიდან 31 ოქტომბრამდე ჩინეთში, ქალაქ შანხაიში ეწყობა მსოფლიო გამოფენა „EXPO 2010“. გამოფენაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობისა და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის მოსამზადებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:

1. ,,საქარ­თველოს მთავ­რობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წე­სის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში –კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ეკატერინე შარაშიძე საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­თარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

მამუკა ახვლედიანი – ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე       

ლევან დავითულიანი – საქართველოს კულტურის, ძეგ­ლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

ნინო კალანდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ნატალია კასრაძე – საქართველოს ეროვნული საინ­ვესტიციო სააგენტოს დირექ­ტორი

თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების მინისტრის მოადგილე

დავით ლორთქიფანიძე – საქართველოს ეროვნული მუზე­უმის დირექტორი

ვასილ მანაგაძე – საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარ­ტა­მენ­ტ „სამტრესტის“ თავმ­ჯდომარე

ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის მინისტრის მოადგილე

ბექა ჯაყელი – საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტროს სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლების – ტუ­რიზმისა და კუ­რორ­ტების დეპარ­ტამენტის უფ­როსის მოვალეობის შემ­სრუ­ლებელი.

2. საქართველოს მხარის გამოფენის კომისიონერად და­ინიშნოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნისტროს სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლების – ტურიზ­მისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ჯაყელი.

3. კომისიამ ორ თვეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს:

ა) „EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მო­ნაწილეობის მოსამზადებელ ღონისძიებათა გეგმა;

ბ) „EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მო­ნაწილეობის გეგმის თანახმად შედგენილი ხარჯთა ნუსხა.

4. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2010 წლის 31 ოქ­ტომბრამდე.

 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია