ე. შარაშიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
810
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ე. შარაშიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №810

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

ე. შარაშიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 27-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ეკატე­რინე შარაშიძეს, რათა საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,მაგ­თიკომს“ შორის ერთიანი სამთავრობო ქსელის პროექტის გან­ხორციელების თაობაზე“ 2007 წლის 10 აგვისტოს გაფორ­მებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში შესატან ცვლილებებს (მემორანდუმის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში).

 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნისტრომ საჭიროების შემთხვევაში (ცვლილებების განხორციელებისას) ყოველი კვარტალის ბოლოს ინფორმაცია წარუდგინოს საქარ­თველოს მთავრობას.

 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია