„შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემულ №00414 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №740 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
809
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემულ №00414 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №740 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №809

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

„შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემულ №00414 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №740 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემულ №00414 სასარგებ­ლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტა­ნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №740 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს შპს ,,ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემულ №00414 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში შეი­ტანოს ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ლიცენზიატმა 2008-2011 წლებში აწარმოოს ჯამში მინიმუმ 1 600 000 ტონა მად­ნის კონცენტრატი, წელიწადში მინიმუმ 200 000 ტონის წარ­მოე­ბის პირობით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია