საქართველოს კანონი
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 47) მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის:
ა) „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.დ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა
6 თვემდე ყოფნის ვადით _ 60 აშშ დოლარი;
ბ.ე) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა
1 წლამდე ყოფნის ვადით _ 100 აშშ დოლარი;“;
ბ) „ბ.ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ბ.კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ლ“ ქვეპუნქტი:
„ბ.ლ) სასწავლო ვიზის საკონსულო მოსაკრებელი განისაზღვრება ორდინალური ვიზის მსგავსი ტიპისთვის დადგენილი მოსაკრებლის მსგავსად;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 29 ივნისი.
№5117–რს