სსიპ - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ ქ. გორში, სს „იავნანა“-ს (გორის ბავშვთა საავადმყოფო) დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
802
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სსიპ - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ ქ. გორში, სს „იავნანა“-ს (გორის ბავშვთა საავადმყოფო) დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №802

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 სსიპ - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ ქ. გორში, სს „იავნანა“-ს (გორის ბავშვთა საავადმყოფო) დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოების შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად სსიპ - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოცი­ალ­­­­ური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს „სა­ქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამით“ (ორგანიზაციული კოდი 35 23 02) განსაზღვრული ქ. გორში, სს „იავნანა“-ს (გორის ბავშვ­თა საავადმყოფო) დამამთავრებელი სარემონტო სამუშაოების შესყიდვა 290 000 (ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ფარ­გლებში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია