საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 880
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის № 747 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის № 747 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ აშენებულ, რეაბილიტირებულ ან/და შესყიდულ კოტეჯებსა და ბინებში შესახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთათვის პირველადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტებისა და საჭირო ინვენტარის შეძენის, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური