საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 874
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,შპს ,,აღმოსავლეთის წყლისათვის “ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის № 808 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,შპს ,,აღმოსავლეთის წყლისათვის “ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის № 808 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 189 000 (ას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს შპს ,,აღმოსავლეთის წყლისათვის “ გადასაცემად, ყვარლის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესრულებისათვის. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური