გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით გაცემულ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
870
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით გაცემულ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 870

2009 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით გაცემულ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ შეიტანოს ცვლილება საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების მინისტრის 2008 წლის 4 სექტემბრის № 1-1/1788 ბრძა­ნების დანარში, კერძოდ, №5 ლოტში, ახმეტის სატყეო უბ­ნის – პანკისის ყოფილი სატყეოს №71 და №77-ით გან­სა­ზღვ­­რულ პი­­რო­ბაში.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­­ტრომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროსთან შეთანხმებით განუსაზღვროს საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების  მინისტრის 2008 წლის 4 სექტემბრის № 1-1/1788 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ აუქ­ციონში გამარჯვებულ საწარმოს – შპს ,,იმედს“ ალტერ­ნა­ტიული კვარტალები.

 პრემიერ-მინისტრი                                                                                       ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია