საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 232
2008 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის № 682 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის № 682 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
გ.ა) დაბა ასპინძა – შიდა გზების შეკეთება – 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი;
გ.ბ) სოფ. აწყვიტა – მისასვლელი გზის შეკეთება – 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;
გ.გ) სოფ. დამალას შიდა გზის შეკეთება – 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი;
გ.დ) სოფ. ტოლოში – სასმელი წყლის შიდა ქსელის შეკეთება – 10 500 (ათი ათას ხუთასი) ლარი;
გ.ე) დაბა ასპინძაში 9 აპრილის ქუჩის გზის კეთილმოწყობა – 10 500 (ათი ათას ხუთასი) ლარი. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ . გურგენიძე