შპს „ლოდი ო.ვ.“-ს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
331
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-05-15
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „ლოდი ო.ვ.“-ს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №331

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

შპს „ ლოდი ო.ვ.“ -ს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვით გათავისუფლდეს შპს „ ლოდი ო.ვ. “ და ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელავერის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 30 000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების სამუშაოები შემდეგ X და Y კოორდინატებში:

 

№

X

Y

1.

299227

4701648

2.

299221

4701631

3.

299238

4701607

4.

299245

4701614

      

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                       ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია