ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
328
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-05-15
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 328

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. მაღლივი კორპუსების წყალმომარაგების სისტემის მოწეს­რიგების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ “ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გან­სა­ხორ­ციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნი­ცი­პა­ლტეტის გამგეობას გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად ოზურგეთის მუნიციპა­ლი­ტე­ტის გამგეობამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მო­ლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიონ ადმინის­ტრა­ციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთის, ოზურ­­გეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) სა­ხელმწი­ფო რწუნებულმა – გუბერნატორმა რ. ნიკოლაიშვილმა და სა­ქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია