საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
296
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 296

2008 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის თანახმად „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად „ სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის “ პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამელიორაციო სისტემების სარეაბილიტაციო ღონისძიებებისათვის შესაბამისი საპროექტო მომსახურების შესყიდვის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი განხორციელების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                       ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია