საქართველოს მთავრობის
განკარგულება №289
2008 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად „ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) „ ბ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) დმანისის მუნიციპალიტეტი:
– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ გომარეთის სასმელი წყლის ავზებისა და შიდა სისტემის სარემონტო სამუშაოების შესრულება;
– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – დიდი დმანისის ტერიტორიულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქალაქ დმანისის 9 აპრილის ქუჩისა და მისი ორი განშტოების ორმული შეკეთება;
– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ჯავახის მისასვლელი გზის რემონტი ჯებირების მოწყობით;
– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი ბინების სახურავების მოწყობა 5 კორპუსზე და 2 კორპუსზე – სახურავების რემონტი;
– 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – პოლიციის შენობის რემონტი;
– 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი – ქ. დმანისის სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და სოფელ დალარის სასმელი წლის ახალი მაგისტრალური ხაზის მოწყობა;
– 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – ქ. დმანისისა და მუნიციპალიტეტის სოფლების დაგვა - დასუფთავების მომსახურების შესყიდვა;
– 83 000 (ოთხმოცდასამი ათასი) ლარი – სოფელ განთიადში დამწვარი კლუბის დემონტაჟი და მის ადგილზე მინი–სტადიონის მოწყობა; “
ბ) „ ხ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ხ) სენაკის მუნიციპალიტეტი:
სულ 1 902 700 (ერთი მილიონ ცხრაას ორი ათას შვიდასი) ლარი
– შიდა გზების რეაბილიტაცია;
– შენობა - ნაგებობების სახურავებისა და წყალსადენი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები;
– წყალსადენის შიდა ქსელის სარემონტო სამუშაოები;
– სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია;
– 405 000 (ოთხას ხუთი ათასი) ლარი – ქ. სენაკის ა. ელიავას ქუჩის ნაწილისა და გ. ღვინჯილიას ქუჩის მოასფალტება; “
გ) „ ძ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ძ) ქარელის მუნიციპალიტეტი:
– 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი – რუის - ურბნისის დაზიანებული სარწყავი არხების აღდგენა-რეაბილიტაცია;
– 212 600 (ორას თორმეტი ათას ექვსასი) ლარი – შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
– 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი – ქ. ქარელის ცენტრალური ქუჩისა და კულტურის სახლის მიმდებარე პარკის მოწყობა; “
დ) „ ჰ.ი “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ჰ.ი) მცხეთის მუნიციპალიტეტი:
– 940 000 (ცხრაას ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ ძეგვის საბავშვო ბაღის რემონტი, სოფელ მსხალდიდის სკოლის რემონტი, სოფელ მუხრანის სკოლის კომპიუტერული ოთახის მოწყობა, სოფელ მისაქციელის წალმომარაგების მაგისტრალის გაყვანა, სოფელ წილკანის გაზიფიცირება);
– 100 000 (ასი ათასი) ლარი – სოფელ ვაზიანის გაზიფიცირება;
– 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ მუხრანის გაზიფიცირება;
– 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი – სოფელ ჩარდახში შენობის სახურავის მოწყობა;
– 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – ქ. მცხეთაში საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეცვლა;
– 300 000 (სამასი ათასი) ლარი – ქ. მცხეთის წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია;
– 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – სოფელ ძალისში სარწყავი არხის მშენებლობა;
– 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქ. მცხეთაში ნარეკვავის, კინოთეატრ „ კარიბჭის “ უბანში, სოფელ საგურამო - გალავნის, არაშენდისა და ნავდარაანთკარის შიდა გზების კაპიტალური რემონტი;
– 87 000 (ოთხმოცდაშვიდი ათასი) ლარი – სოფელ ჩარდახის საშუალო სკოლის სპორტული დარბაზის კაპიტალური რემონტი;
– 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ჩარდახის საბავშვო ბაღის რემონტი;
– 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი – სოფელ წილკანისა და სოფელ ძალისის საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი;
– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ ბიწმენდის სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია;
– 157 000 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი – სოფელ ჩარდახის, სოფელ წეროვნის და სოფელ ქსნის წყალმომარაგება; “
ე) განკარგულებას დაემატოს „ ჰ.ტ “ და „ ჰ.უ “ ქვეპუნქტები:
„ ჰ.ტ) თერჯოლის მუნიციპალიტეტი:
– 195 900 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ცხრაასი) ლარი – სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის კაპიტალური რემონტი;
– 39 600 (ოცდაცხრამეტი ათას ექვსასი) ლარი – სოფელ ჭოგნარში, ქვედა სიმონეთში, ბარდუბანში, ალისუბანსა და რუფოთში კომუნიკაციებისა და შენობა–ნაგებობების მოწყობა–შეკეთება; “
„ ჰ.უ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი:
– 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ ფოლადაანთკარის გაზიფიცირება. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ- მინისტრი ვ. გურგენიძე