„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის №01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-1/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-01-08
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-08
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.035.016233
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის №01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება № 01-1/ნ

2014 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის №01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის N01-42/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/06/2012, 040030000.22.035.016160) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,3. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის საშტატო ნუსხით.

     4. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით  უფლებამოსილი პირი.“.

2. მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,ზ) განსაზღვრავს ცენტრის დირექტორის მოადგილეთა უფლებამოსილებებს;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

კრებსითი — სრული ვერსია