რიგი საწარმოების ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
789
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
რიგი საწარმოების ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №789

2008 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

რიგი საწარმოების ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადა­გადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავ­ლელი კომისიის გადაწყვეტილებისა და ,,საგადასახადო დავა­ლიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:

1. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვე­პუნქტის შესაბამისად შეუწყდეთ ვადაგადაცილებული საგადა­სახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშა­ობა სააქციო საზოგადოება ,,ელექტრომექანიკოსს“ და ვადა­გადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზა­ციის რეჟიმში მუშაობა სააქციო საზოგადოება ,,ბზვანს“.

2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვე­პუნ­ქტების შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს შემოსავლების სამსახურმა (გ. გობეჯიშვილი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რეს­ტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან სააქციო საზო­გადოება ,,ელექტრომექანიკოსის“ მიმართ გამოიყენოს საგადა­სახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინან­სური სანქციები და გადაუხდელი თანხის იძულებით ამო­საღებად – საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილა­ური) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად სააქციო საზოგადოება ,,ბზვანის“ მიმართ აღძრას სარჩელი სასამართლოში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი   გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია