ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
860
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 860

2009 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის  სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ქ. ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი ქ. ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის გადასაცემად.

პრემიერ-მინისტრი                                                                                       ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია