„სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის №725 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
766
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის №725 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №766

2008 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის №725 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დი­ვერსიფიკაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის №725 განკარგუ­ლებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ) „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რქაწითელის ჯიშის ვენახის ჩანაცვლების ღონისძიებები“ პროგრამის ფარგ­ლებ­ში ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რქაწითელის ჯიშის ვენახის შემცირებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის სა­ხით 300 000 (სამასი ათასი) ლარის გაცემა; ერთ ჰექტარ ფარ­თობზე გაიცეს კომპენსაცია 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენო­ბით;“;

ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სახელმწიფო კომპენსაცია ვრცელდება სახელმწიფო სა­კუთ­რებაში არსებულ მიწის ფართობებზეც, რომლებიც გაცემუ­ლია იჯარით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია