„საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე პირებისათვის გარკვეული დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 სექტემბრის №603 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
763
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე პირებისათვის გარკვეული დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 სექტემბრის №603 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №763

2008 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე პირებისათვის გარკვეული დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 სექტემბრის №603 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახ­ლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე პირებისათვის გარკვეული დახმარების გაწე­ვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 სექ­ტემბრის №603 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი იძულებით გადაად­გილებულ პირთა – დევნილთა განსაკუთრებით მძიმე მდგო­მარეობაში არსებული კომპაქტური განსახლების ობიექტებისა და მიმდინარე წლის აგვისტოში საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დროებითი განსახლების ობიექტების სა­რე­­მონტო-სარეაბილიტაციო სამუ­შა­ოთა შეს­რუ­ლების მიზნით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია