ქარელის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
848
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
ქარელის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 848

2009 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქარელის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ “ საქართველოს კანონით გა­თვა­ლის­წინებული საქართველოს მთავრობის სარე­ზერვო ფონდიდან ქარელის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი ქარელის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედე­გად დაზარალებული მოსახლეობის მიწის ფართობებზე ხვნა-თესვის სამუშაოების ჩასატარებლად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი, თავიანთი კომ­­პეტენციის ფარგლებში, განახორ­ციე­ლონ საქართ­ვე­ლოს ად­მი­ნისტრაციულ-ტერიტორიულ ერ­თე­უ­ლებ­­ში (გორის, კას­პის, ქა­­­რე­ლისა და ხაშურის მუნიცი­პა­ლი­ტეტები) სახელმწიფო რწ­მუ­­ნებულმა – გუბერნატორმა ვ. ვარ­ძელაშვილმა, საქართ­ვე­ლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამი­ნისტ­რომ და სა­ქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია