საქართველოს მთავრობის
განკარგულება №749
2008 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით ნება დაერთოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ არსებულ ასიგნებათა ფარგლებში განახორციელოს ციფრული სიგნალის ანალოგიურ სიგნალად გარდამქმნელის (ე.წ. ,,Gateway“-ის) სახელმწიფო შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი